вторник, 23 июня 2015 г.

კითხვის გაკვეთილის გეგმა



კითხვის გაკვეთილი
ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მესამე კლასი
მასწავლებელი ნანი არაბაშვილი
გაკვეთილის თემა ნ. დუმბაძს „დედაენა“
დრო  45 წუთი
გაკვეთილის მიზანი __გაბმული მეტყველების განვითარება-შინაარსის ლოგიკური თანმიმდევრობით გადმოცემა.
__დასკვნების გამოტანა და დასაბუთება.
__ახალი ლექსიკური ერთეულების გააზრება და პრაქტიკულად გამოყენება.
__მიღებული ინფორმაციის შეჯამება, „პირამიდა“, წაკითხული ნაწარმოების სქემატური მონახაზის შექმნა.
სწავლის შედეგები:
|||3 მოსწავლემ შეძლოს ძირითადი ენობრივ-გრამატიკული  საშუალებების სათანადოდ გამოყენება.
|||4 კითხვის ტექნიკის ფლობა.
|||5 მოსწავლემ შეძლოს მცირე ზომის სხვადასხვა ჟანრისა და სახის თხრობითი ტექსტის დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.
|||13 მოსწავლემ შეძლოს ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხების გამოყენება.
საჭირო წინარე ცოდნა:გავიხსენოთ მწერალი ნოდარ დუმბაძე, ასევე ი.გოგებაშვილის „დედაენა“, მისი მნიშვნელობა.
გაკვეთილის გეგმა
დაჯგუფების ფორმები:
მთელ კლასთან, ხუთკაციანი ჯგუფები.
სასწავლო მასალა: ტექსტი,ინტერნეტრესურსი, წიგნი, ბარათები.
გაკვეთილის ეტაპები:
პირველი ეტაპი --წაკითხვამდე
მთელ კლასთან ინტერაქციით შესამზადებელი მუშაობა. წინარე ცოდნის გააქტიურება.მოსწავლეები ეუფლებიან იმას,რაც უნდა ისწავლონ;ვაფასებ მოსწავლეთა  მზაობას და საგანგებოდ ვეხმარები არასაკმარისი მზაობის მქონე მოსწავლეებს.
ამ ფაზაში ჩემი მიზანია,  განხორციელებული აქტივობებით დავეხმარო მოსწავლეებს გაკვეთილის ნაცნობი დეტალების გააზრებაში, მათი გამოცდილების ახალ ცოდნასთან დაკავშირებაში, ყურადღების კონცენტრირებაში, არსებული ცოდნის შეფასებაში.
გამოვიყენე კითხვის დიფერენცირებული სწავლება და კლასი დავყავი  ჯგუფებად: 1 ჯგუფი  , რომელთაც უჭირდათ  ტექსტის წაკითხვა–გაგება; ორი ჯგუფი - საშუალო დონის მკითხველებისგან, ორიც  - აქტიური მკითხველებისაგან შედგებოდა.
შემდეგ გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი, რადგან გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებს ყურადღება მიემართათ მნიშვნელოვანი საკითხებისკენ, გაძლიერებოდათ სწავლისადმი ინტერესი და განვითარებოდათ საკუთარი ცოდნის დონის შემოწმების უნარი.
მივაწოდე ინფორმაცია კითხვის იმ სტრატეგიის შესახებ, რომლითაც მოუწევდათ ტექსტთან მუშაობა გაკვეთილის განმავლობაში.
ტექსტის წაკითხვამდე, გამოვიყენე აქტივობა ,,სიტყვების გამომძიებელი", რითაც შევამოწმე, თუ რამდენად ესმოდათ ბავშვებს ტექსტში მოცემული
საკვანძო, უცხო სიტყვების მნიშვნელობა. ცხრილის პირველ სვეტში ბავშვებმა ჩაწერეს საკუთარი ვარაუდები მოცემული სიტყვების შესახებ.
ვარაუდები მოცემული სიტყვების შესახებ
სიტყვა
ჩემი ვარაუდი
ტექსტის მიხედვით
ლექსიკონი ამბობს
რელიკვია
ბურსა
გაცრეცილი
ნაფოტივით
    
ვის დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოსწორებას (რიგ შემთხვევაში უბრუნდებოდნენ და ხელახლა კითხულობდნენ მათთვის რთულ სიტყვებს).
ჯგუფები ტექსტის შესაბამის მონაკვეთებს კითხულობდნენ მოზაიკის მეთოდით, დიფერენცირებულად, კითხვის სხვადასხვა სტრატეგიით: პრობლემურ მკითხველთა ჯგუფი ტექსტზე ჯგუფურად მუშაობდა, საშუალო დონის მკითხველები წყვილებში, აქტიური მკითხველები ინდივიდუალურად.
წაკითხვის შემდეგ
მესამე ფაზა საშუალებას გვაძლევს, ახალი ცოდნა გამოვიყენოთ მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისათვის. წაკითხვის შემდგომი აქტივობებით მოსწავლკითხვის განმავლობაში:
ახალი ცოდნის კონსტრუირება, მიღებული ინფორმაციის გაგება-გააზრება, იმ ახალი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს გაკვეთილის მესამე ფაზის წარმატებით დაძლევაში.
აქტივობის „სიტყვების გამომძიებლის" ცხრილის I სვეტის შევსების შემდეგ მოსწავლეებს გავაცნოთ საკითხავი მასალა. ტექსტი შევთავაზე მოსწავლეებს .
შესავალი ნაწილში საჩვენებელი კითხვის მეთოდით წაკითხვა,  კლასის გააქტიურების მიზნით, შეკითხვებითა და ჩემი კომენტარებით დავაზუსტე, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა წაკითხულის შინაარსი.
კითხვის დასრულების შემდეგ დავუბრუნდით ცხრილს ავუხსენი მეორე სვეტის შევსების წესი, გავუზიარე ჩემი გამოცდილება. შემდეგ ვთხოვე, ყურადღებით წაეკითხათ ტექსტი, დაკვირვებოდნენ და კითხვისას რომელი სიტყვაც შეხვდებოდათ ,,სიტყვების გამომძიებლიდან", მოენიშნათ მარკირებით. ამ სიტყვის განმარტება კონტექსტიდან გამომდინარე, ჩაეწერათ მეორე სვეტში „ტექსტის მიხედვით". ამ სტრატეგიის გამოყენებით მოსწავლეებს ვასწავლით საკუთარი კითხვის პროცესის კონტროლს, ისინი შეძლებენ კითხ თავდაჯერებული ხდება, მიიჩნევს, რომ შედეგი ღირებული და თვალსაჩინოა.
როდესაც მოსწავლეებმა დაასრულეს ტექსტზე მუშაობა, დავუბრუნდით ცხრილის მეორე გრაფას, ,,ტექსტის მიხედვით" და დაფაზე შევაჯამეთ.
მოსწავლეებს დავურიგე წინასწარ გამზადებული საკვანძო სიტყვების განმარტებები ლექსიკონიდან და იმ სიტყვების განმარტებები, რომელიც ვარაუდებს არ დაემთხვა,
დავამატეთ გამომძიებლის მესამე სვეტში, ,,ლექსიკონი ამბობს":
ამის შემდეგ ჯგუფებმა გააკეთეს ტექსტის საკუთარი ნაწილების პრეზენტაცია, გავაერთიანეთ ტექსტი. თითოეულ ჯგუფს განმტკიცების მიზნით დავუსვი დამხმარე შეკითხვები.
შემდეგ ჯგუფებს დავურიგე კითხვის აქტივობის ბარათები, რაც მათ შესაბამისი წაკითხული ტექსტის სრულყოფილად გააზრებაში დაეხმარა. ასევე პირამიდის შევსების ინსტრუქციას:
1.       ერთი სიტყვით დაწერეთ , ვინ არის ნაწარმოების მთავარი გმირი;
2.       ორი სიტყვით აღწერეთ ნაწარმოების მთავარი გმირი
3.       სამი სიტყვით აღწერეთ მოქმედების დრო და ადგილი;
4.       ოთხი სიტყვით დაწერეთ ნაწარმოებში დასმული პრობლემის შესახებ;
5.       ხუთი სიტყვით აღწერეთ , როგორ გადაწყდა ნაწარმოებში დასმული პრობლემა

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების ბარათები, თუ როგორ მოეწონათ გაკვეთილი, რომელი აქტივობა მოეწონათ, იყვნენ თუ არა აქტიურები, გამართლდა თუ არა მათი მოლოდინი, რომელი თემის გაცნობა-შესწავლას ისურვებდნენ მომავალში.

მოსწავლეები შევაფასე შეფასების რუბრიკით.

Комментариев нет:

Отправить комментарий