საგანი მშობლიური
ენა
კლასი მესამე
მასწავლებელი ნანი არაბაშვილი
2015 წელი 20 თებერვალი
თემა „რუქნადინის დამარცხება“, სიტყვის სემანტიკაზე
დაკვირვება(ზედსართავი სახელი), ტექსტის კონსტრუირება
დრო 1 გაკვეთილი,45 წუთი
გაკვეთილის მიზნები:
__გაბმული მეტყველების განვითარება-შინაარსის ლოგიკური
თანმიმდევრობით გადმოცემა.
__დასკვნების გამოტანა და დასაბუთება.
__ახალი ლექსიკური ერთეულების გააზრება და პრაქტიკულად
გამოყენება.
__მიღებული ინფორმაციის შეჯამება, მუშაობა სქემაზე“ვიცი,
ვისწავლე,მინდა ვიცოდე.“
__ტექსტის
კონსტრუირება.
სწავლის შედეგები:
|||3 მოსწავლემ შეძლოს ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება.
|||4 კითხვის ტექნიკის ფლობა.
|||5 მოსწავლემ შეძლოს მცირე ზომის სხვადასხვა ჟანრისა
და სახის თხრობითი ტექსტის |||6 დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.
|||9მოსწავლემ შეძლოს მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად
შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
|||12 ძირითადი გრამატიკული ელემენტების მართებულად
გამოყენება ტექსტის შექმნისას.
|||13 მოსწავლემ შეძლოს ტექსტის ჩასწორების მარტივი
ხერხების გამოყენება.
საჭირო წინა ცოდნა: საუბარი თამარ მეფეზე,მის მიერ შინაური და გარეშე
მტრების ალაგმვაზე. შესწავლილი ნაწარმოებებიდან („სამასი თავდადებული გლეხი“, „ცხრა
ძმა ხერხეულიძე“)ქართველთა თავგანწირული ბრძოლების გახსენება.
გაკვეთილის გეგმა
დაჯგუფების ფორმები:
მთელ კლასთან, სამკაციანი ჯგუფები.
სასწავლო მასალა: ტექსტი,ინტერნეტრესურსი, წიგნი, ბარათები.
გაკვეთილის ეტაპები
პირველი ეტაპი
მთელ კლასთან ინტერაქციით შესამზადებელი მუშაობა. წინარე
ცოდნის გააქტიურება.მოსწავლეები ეუფლებიან იმას,რაც უნდა ისწავლონ;ვაფასებ მოსწავლეთა მზაობას და საგანგებოდ ვეხმარები არასაკმარისი მზაობის
მქონე მოსწავლეებს.
მეორე ეტაპი
მოსწავლეები მხოლოდ გააცნობიერებენ და ჩამოაყალიბებენ
იმას,რაც, არსებითად უკვე იციან.
მესამე ეტაპი
მოსწავლეები იმუშავებენ ნაწილობრივ-კლასში
ერთობლივად,ნაწილობრივ კი
შინ დამოუკიდებლად;შედედეგებს
მთელ კლასთან ინტერაქციით განიხილავენ.
ამ დროს გავიგებ
ვის სჭიდება შემდგომი დახმარება;ამას იგი მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვისას გავითვალისწინებ.
შეფასება
განმავითარებელი
შეფასება, კომენტარი.
გაკვეთილის მსვლელობა
წინა ნასწავლი მასალის
გამოკითხვა კითხვების საშუალებით. „გონებრივი იერიშის „ რუკის შევსება.ქართველთა თავგანწირული
ბრძოლებზე საუბარი.წინარე ცოდნის შევსება სლაიდებზე დაკვირვებით.
მეორე ფაზაზე ა)მივაწოდებ
დამატებით ინფორმაციას ბასიანის ბრძოლის შესახებ.
ბ) ტექსტის კითხვამასწავლებლის
მიერ, მოსწავლეთა მიერ.უცნობი სიტყვების ახსნა.გამოკრებითი კითხვა.
გ) წაკითხულის გააზრება.
დ) ენობრივ მასალაზე
დაკვირვება
რთული სიტყვების
მარლთწერა
ე) ტექსტის კონსტრუირება.
სქემის შევსება-„ვიცი,
ვისწავლე, მინდა ვიცოდე“
მოსწავლეები ავსებენ
ბარათებზე მოცემულ სქემას.
ვ) კროსვორდის შევსება.
გაკვეთილის შეჯამება
და შეფასება.
ზ) საშინაო დავალება---
„რუქნადინის დამარცხება“ კითხვით
წერილობით უპასუხონ
კითხვებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий